გეოგრაფიული მდებარეობა




ცერნი _ ევროპული ბირთვული კვლევის ორგანიზაცია, მსოფლიოში უდიდესი ბირთვული ლაბორატორია, სახელწოდება ცერნი მიიღება ფრანგულიდან, რაც ქართულად ითარგმნება შემდეგ ნაირად „ ევროპული საბჭო ბირთვული კვლევის შესახებ ’’.
ევროპის გამოჩენილი ფიზიკსები თვლიდნენ, რომ საჭირო იყო შექმნილიყო
ევროპაში ფიზიკური კვლევების ექსპერიმენტალური ლაბორატორია. ამ საქმის პიონერები იყვნენ საფრანგეთიდან _ რაულ დოტრი, პიერ ოჟე და ლევ კოვარსკი, იტალიიდან ედუარდო ამალდი, დანიიდან ნილს ბორი. გარდა ევროპელი მეცნიერების გაერთიანებისა ეს ორგანიზაცია ითვალისწინებდა მაღალი ენერგიების ფიზიკური ექსპერიმენტების დიდი ხარჯების სხვადასხვა ქვეყნებზე გადანაწილებას. 1949 წელს ლოზანაში _ შვეიცარიაში, ევროპული კულტურის კონფერენციაზე ლუი დე ბროილმა ოფიციალურად წამოაყენა წინადადება ევროპული ლაბორატორიის შექმნის შესახებ. შემდეგი ნაბიჯი ამ საკითხთან დაკავშირებით იყო, იტალიაში _ ფლორენციაში 1950 წლის ივნისში იუნესკოს მე-5 კონფერენციაზე ამერიკელი ნობელის პრემიის ლაურიატი-მეცნიერის ისიდორ რაბის გამოსვლა, სადაც მან აღნიშნა და მხარი დაუჭირა რეგიონალური კვლევითი ლაბორატორიების შექმნას, რაც გაზრდიდა საერთაშორისო თანამშრომლობას მეცნიერებს შორის, ამის შემდეგ 1951 წლის დეკემბერში, პარიზში იუნესკოს ერთერთ შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება შეექმნათ ბირთვული კვლევების ევროპული საბჭო. ორი თვის შემდეგ 11-მა ქვეყანამ მოაწერეს ხელი ამ გადაწყვეტილებას და ასე შეიქმნა ცერნი.
1952 წლის ოქტომბერში ამ საბჭოს მესამე სესიაზე ლაბორატორიის განთავსების ადგილად აირჩიეს ჟენევა. 1953 წლის ივნისში ჟენევის კანტონში ჩატარდა რეფერენდუმი და მოსახლეობის 2/3 დაეთანხმა ამ გადაწყვეტილებას. საბჭოს კონვენციას ხელი მოაწერა 12 მონაწილე ქვეყანამ.
ცერნი მდებარეობს დასავლეთ ევროპაში, შვეიცარიის კონფედერაციასა და საფრანგეთის საზღვარზე. ჟენევის ტბის სიახლოვეს. ლაბორატორიის 18 % _ 100 ჰექტარი მდებარეობს შვეიცარიის კონფედერაციაში, დანარჩენი 82% _ 450 ჰექტარი საფრანგეთში. ბირთვული ფიზიკის ეს გიგანტური ლაბორატორია შეიქმნა 1954 წელს.

ცერნის ლაბორატორია შექმნა 11 ქვეყანამ:
1.      ბელგია;
2.      დანია;
3.      საფრანგეთი;
4.      გერმანია;
5.      საბერძნეთი;
6.      იტალია;
7.      ნიდერლანდები;
8.      ნორვეგია;
9.      შვედეთი;
10.  შვეიცარია;
11.  გაერთიანებულისამეფო;
ავსტრია შეუერთდა 1959 წელს.
ამჟამად კი მისი წევრი 21 ქვეყანაა:
13.  ბულგარეთი;
14.  ჩეხეთი;
15.  ფინეთი;
16.  უნგრეთი;
17.  პორტუგალია;
18.  პოლონეთი;
19.  სლოვაკეთი;
20.  ესპანეთი.
21.  რუმინეთი შეუერთდება _ 2015 წლიდან.
რაც შეეხება დაფინანსებას, თითოეული წევრი ქვეყანა იხდის წევრობის გადასახადს, ცერნის ბიუჯეტი 1,2 მილიარდი დოლარია, ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაა 18 % _ 219 მლნ დოლარზე მეტი.
1.       
გერმანია
219.10
18.65%
2.       
საფრანგეთი
169.82
14.46%
3.       
 გაერთიანებული სამეფო
146.96
12.51%
4.       
იტალია
120.62
10.27%
5.       
ესპანეთი
87.73
7.47%
6.       
 შვეიცარია
55.70
4.74%
7.       
 ნიდერლანდები
49.71
4.23%
8.       
 პოლონეთი
31.36
2.67%
9.       
 ბელგია
30.83
2.62%
10.   
შვედეთი
29.81
2.54%

საქართველო ცერნს შორის ურთიერთობას იწყება 1996 წლის 11 ოქტომბრიდან, საქართველო ცერნთან აქტიურად თანამშრომლობს. სულ ცერნის ლაბორატორიაში 100 ფიზიკის მეცნიერი მუშაობს, აქედან 35 ქართველია, 10 საქართველოს მოქალაქე, ხოლო სხვადასხვა ქვეყნების სახელით კი 25 მეცნიერი. ქართველი მეცნიერები მუშაობენ ATLASდა CMS-ის ლაბორატორიებში. საქართველო ყოველწლიურად 50 000 შვეიცარიულ ფრანკს იხდის.

ცერნის ქართველი მეცნიერები:

ATLAS

1.      მინაშვილი ირაკლი (რუსეთი);
2.      ხუბუა ჯემალი (საქართველო)
3.      ჯობავა თამარი (საქართველო);
4.      სეხნიაშვილი გივი (იტალია);
5.      არაბიძე ლაშა (აშშ);
6.      ცხადაძე ედიშერი (რუსეთი);
7.      ბითაძე ლექსო (დიდი ბრიტანეთი);
8.      გრიგალაშვილი ნუკრი (რუსეთი);
9.      ღონღაძე ლექსო (რუსეთი);
10.  ყორიაული გია (გერმანია);
11.  წულაია ვახტანგი (აშშ);
12.  მოსულიშვილი ნუგზარი (თბილისი).

CMS
1.      მესტვირიშვილი ლექსო (აშშ);
2.      ლომთაძე თეიმურაზი (იტალია);
3.      მანჯავიძე ერეკლე (საფრანგეთი);
4.      წამალაიძე ზვიადი (რუსეთი);
5.      ხვედელიძე არსენი (რუსეთი).

LHCB
1.      იური ბაღათურია (გერმანია);

თეორიულ საკითხებზე მუშაობენ:
1.       დვალი გია (ამერიკა);
2.      ქართველიშვილი ვახტანგი (დიდი ბრიტანეთი).



რაც შეეხება სხვადასხვა ქვეყნების მონაწილეობას ეს კარგად ჩანს რუკიდან, წევრი ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ადამიანი იმყოფება იტალიიდან 1376, ხოლო არა წევრიდან ამერიკის შეერთებული შტატებიდან 1787 მოქალაქე.

პრეზენტაცია



Комментариев нет:

Отправить комментарий