სხივური თერაპიის ძირითადი არსი მდგომარეობს დნმ-ის
მოლეკულის დაზიანებაში, დნმ-ის მოლეკულა არის
ცოცხალი უჯრედების გენეტიკური ინფორმაციისა და მემკვიდრული თვისებების მატარებელი. ეს დაზიანება
შეიძლება გამოწვეული იქნას მაიონიზირებელი დასხივებით პირდაპირი და ირიბი ხერხით. ატომთა იონიზაციის გზით, რომლებიც შედის დნმ-ის
ჯაჭვში არის პირდაპირი გზა. ირიბი მექანიზმი
- მდგომრეობს წყლის მოლეკულების იონიზაციით და ქიმიურად აქტიური თავისუფალი რადიკალების
წარმოქმნის გზით, რომლებიც შემდგომ იწვევენ დნმ-ის დაზიანებას. სხივური თერაპიის პრინციპი
ეფუძნება ჯანმრთელი და სიმსივნური უჯრედების რეგენერაციის სხვადასხვა
უნარიანობას. ჯანსაღი უჯრედები სრულად და ნაწილობრივ აღადგენენ დნმ-ს და უჯრედი
იღუპება, ან დნმ-ი რეპროდუქციის დროს გადასცემს დამანხიჯებულ ინფორმაციას, რაც აფერხებს
დაავადებული უჯრედის გამრავლებას.
მიუხედაბად იმისა, რომ სხივური თერაპია ფართოდ გამოიყენება,
მას ახლავს მთელი რიგი შეზღუდვა:
1.
მთელი რიგი სიმსივნეები აღმოჩნდნენ მდგრადი გამა-დასხივების
მიმართ, ვინაიდან ეს მეთოდი ძლიერ მგრძნობიარეა სიმსივნურ უჯრედებში ჟანგბადის არსებობასთან
2.
მკურნალობისას ზიანდება ასევე მეზობელი ჯანმრთელი ქსოვილები.
ეს კი გარკვეულ სირთულეს იწვევს მთელ რიგ შემთხვევევბში, ვინაიდან ჩნდება ზღვარი დოზური
დატვირთვებისათვის - განსაკუთრებით ბავშვთა ონკოლოგიაში.
იდეალურ შემთხვევაში, კიბოს მკურნალობა მდგომარეობს
სიმსივნური უჯრედის დაზიანებაში, მაშინ, როდესაც ჯანმრთელი უჯრედები დაუზიანებელი რჩება.
ამ იდეალს უახლოვდება ადრონული თერაპია, რომლის დროსაც გამოიყენება სწრაფი ნაწილაკები:
პროტონები და ნახშირბადის იონები. თერაპიას ნახშირბად-12-ის იონებით აქვს მთელი რიგი
უპირატესობა პროტონებთან და სხვა იონებთან შედარებით. ამგვარად ნახშირბადის იონების
გამოყენებას სხივურ თერაპიაში აქვს შემდეგი უპირატესობები:
1. სწრაფად მოძრავი იონები მარტივად შეიძლება მივმართოთ ვიწრო ნაკადად, რომლებიც შეაღწევენ ცოცხალ ქსოვილში საჭირო სირღრმეზე, რაც დამოკიდებულია ნაკადის
ენერგიის სიძლიერეზე.
2.
მაქსიმალურად ზიანდება სიმსივნური უჯრედები . ჯანმრთელი
ქსოვილები, რომლებიც სიმსივნესთან მდებარეობს არ ზიანდება.
3.
ნახშირბადის იონების შეღწევა ხდება თითქმის გაფანტვის
გარეშე - შეგვიძლია დავუმიზნოთ საჭირო სამიზნეს. სიზუსტე შეადგენს 1მმ-მდე.
4.
ნახშირბადის იონების შემთხვევაში „ჟანგბადური ეფექტი“
არ არის მნიშვნელოვანი. ხდება დნმ-ის სპირალის მრავალჯერადი ორმაგი გახლეჩა, რაც აღარ
აძლევს სიმსივნურ უჯრედს გადარჩენის შესაძლებლობას.
ადრონული თერაპიის გამოყენება შესაძლებელი გახდა ბირთვული
ფიზიკის მიღწევების შედეგად. რას აძლევს ექიმ-რადიოთერაპევტს ადრონული თერაპიის უახლესი
მეთოდიკა?
1.
შესაძლებელი ხდება არაოპერაბელური რადიორეზისტენტური
სიმსივნეების ეფექტური მკურნალობა.
2.
ეს უნივერსალური, ზეზუსტი ინსტრუმენტი შესაძლებლობას
მისცემს ონკოლოგიურ კლინიკებს გაზარდოს პაციენტთა გამტარიანობა.
ადრონული თერაპიის გამოყენება უპირატესია ტვინის, ღვიძლის
სიმსივნის, კუჭქვეშა ჯირყვლის, ნაღვლის სადინარების, მცირე მენჯის ორგანოების, გულმკერდის
არის, საყლაპავი მილის, კუდუსუნის, ხერხემლის სიმსივნეების მკურნალობის დროს.
დღესდღეობით ადრონული თერაპიით მკურნალობა ხდება ევროპის
ქვეყნებში. რამდენიმე ევროპული ქვეყნის და ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის - CERN-ის ერთობლივი ძალისხმევით იქმნება
ადრონული თერაპიის ENLIGHT მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო ქსელი. უკვე გახსნილიაგერმანიაში,
იტალიაში, ავსტრიასა და საფრანგეთში. რუსეთში კი პროტონული დასხივების სამი ცენტრი მუშაობს
- მოსკოვში, დუბნასა და გატჩინაში, უკვე გაიხსნა
ცენტრი პეტერბურგში. ასევე იგეგმება ამ ცენტრების პროექტირება ჩინეთში,
ბელგიასა და შვეციაში.ორი ცენტრი უკვე რამდენიმე წელია მუშაობს იაპონიაში და კიდევ დაგეგმილია ახალი ცენტრების შექმნა. თითოეულმა ასეთმა
ცენტრმა უნდა მოემსახუროს დაახლოებით 10 მლნ. მოსახლეობას. ადრონული თერაპიის მეთოდები
უზრუნველყოფენ პაციენტების განკურნებას 90%-ის შემთხვევაში.
4 თებერვალი- ონკოლოგიურ დაავადებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე
4 თებერვალი ონკოლოგიურ დაავადებასთან ბრძოლის საერთაშორისო
დღეა, რომელიც აღინიშნება მსოფლიოში 2005 წლიდანეს დღე გამოცხადებულია საერთაშორისო
კავშირი კიბოს წინააღმდეგUICC მიერ. მისი
მიზანია, ადამიანის ცნობიერების ამაღლება კიბოს, როგორც თანამედროვე ცივილიზაციის ერთ–ერთი
ყველაზე საშიში დაავადების შესახებ, მეტი ინფორმაციის მიწოდება, დაავადების დროულად
გამოვლენა და მკურნალობა.
კიბოს დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდების სრულყოფა
განუწყვეტლივ მიმდინარეობს. რუსმა მეცნიერებმა, რომლებიც მოღვაწეობენ ცერნში შეექმნეს უნიკალური ხელსაწყო, რომელსაც შეუძლია ყველაზე მცირე
ზომის სიმსივნეების აღმოჩენა ადრეულ სტადიაზე და მათი მკურნალობა. ლოზანის საუნივერსიტეტო
საავადმყოფოს ბირთვული მედიცინის განყოფილების ხელძღვანელი ატარებს ტესტურ დიაგნოსტირებას
აბსოლუტურად ახალი ხელსაწყოს მეშვეობით. ეს ხელსაწყო შექმნა რუს მეცნიერთა ერთმა ჯგუფმა,
რომელიც მუშაობს ცერნში დიდ ადრონულ კოლაიდერთან. ეს დეტექტორი ახალი სიტყვაა ონკოქირურგიაში.
ის აძლევს ონკოქირურგს შესაძლებლობას ოპერაციის დროს არ დაკარგოს ყველაზე მცირე ზომის
სიმსივნეც კი. "პაციენტი, რომელსაც აწუხებს კიბოს საკმაოდ იშვიათი სახეობა – მას
აქვს ნეიროენდოკრინული სიმსივნე. მისი ზომა 5მმ–დეა – ეს საერთოდ უდიდესი მიღწევაა,
რომელიც ჩვენ პრინციპში აღმოვაჩინეთ. აი შეხედეთ, ეს არის დაავადებული ლიმფური კვანძი.
ქირურგისთვის ძალიან რთული იქნება მასთან მიახლება და ამოკვეთა,
ხოლო დეტექტორით, რომელიც ჩვენ ერთობლივად შევქმენით, ეს შესაძლებელია და აქ
ჩვენ გვეხმარება რადიაცია"– ამბობს ჯონ პრიორი – ლოზანის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის
ბირთვული მედიცინის განყოფილების გამგე.
ახალი მეთოდიკა ამგვარად მუშაობს, სპეციალური რადიოიზოტოპით ხდება სიმსივნის მარკირება.
აღსანიშნავია, რომ რადიოაქტიური პრეპარატი გროვდება მხოლოდ დაზიანებულ უჯრედებში და ისინი იწყებენ ფონირებას. შემდეგ კი,
ოპერაციის დროს ეს ხელსაწყო იჭერს გამოსხივებას და ეხმარება ქირურგს ამოკვეთოს უკლებლივ
მთელი სიმსივნე. ამგვარად აღარ ხდება დაავადების რეციდივი. გამოგონება უკვე გამოსცადეს
რეალური ქირურგიული ოპერაციების დროს.
"ჩვენ გვაქვს მრავალი სხვადასხვა რადიოიზოტოპი
სხვადასხვა სახეობის სიმსივნეთა მარკირებისათვის. ზოგიერთი შეეფერება მხოლოდ ენდოკრინულ
სიმსივნეებს. მაგალითად, რიგი კარცინომებისათვის არსებობს დიაგნოსტიკა მხოლოდ სტაციონარული
სკანერით, ხოლო ეს ხელსაწყო მათაც ამჩნევს" – აღნიშნავს ლოზანის საუნივერსიტეტო
ჰოსპიტალის ონკოქირურგი მორის მატერი.
ამერიკული დეტექტორის ღირებულება შეადგენს 50 ათას ევროს,
განსხვავებით მსგავსი კონკურენტი ხელსაწყოებისა, რომლებიც დღეს საკმაოდ ძვირად ღირებულია,
რუსი მეცნიერების მიერ შემუშავებული ხელსაწყო გაცილებით უნივერსალურია და მისი ღირებულება
იმგვარია, რომ შესაძლებელია მისი ერთჯერადებად წარმოებაც
კი. აღსანიშნავია, რომ მის მგრძნობელობას
არა აქვს ანალოგი. ახალ ხელსაწყოში გამოიყენება
ისეთივე ტექნოლოგიები, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე
წლის შემდეგ იქნება რეალიზებული დიდი ადრონული კოლაიდერის ნაწილაკებში.
პრეზენტაცია
პრეზენტაცია
Комментариев нет:
Отправить комментарий